საახალწლო ღონისძიება ვანში

ვანის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება, მათ შორის წარმოდგენილია ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა. მოსახლეობის განწყობაზე იზრუნეს „ქუჩის მუსიკოსებმა“, ბესო ბერულაშვილმა, ადგილობრივმა ჯგუფმა „არგომ“, ტრიო „იმერეთმა“, კვარტეტმა „სავანემ“ და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, სანტა კლაუსთან ფოტოსესია. ღონისძიებები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმართება, ფოიერვერკით დასრულდება.