თანამედროვე დარბაზებსა და საცავებში გადატანილი კულტურული მემკვიდრეობა – 10-წლიანი მასშტაბური რეაბილიტაციის შემდეგ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დამთვალიერებელს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცეში იღებს. მუზეუმში არსებული ექსპონატები და კოლექციები, რომლებიც ანტიკური პერიოდის საკვლევ მდიდარ მასალას წარმოადგენს, დღეს ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცეები. ახალ შენობაში 2000-მდე ექსპონატია დაცული.
მუზეუმის რეაბილიტაცია მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.