გულგრილობა, ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება, უსაფრთხოების წესების დარღვევა – ვაკის პარკის საქმეზე ცხრავე დაკავებულს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროშიც არ უარყოფენ. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზაც.