თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვეს.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
ჯიშკარიანი და შაქარიშვილი „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან. ამასთან, როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ პერიოდში მორალური ფასეულობების გადახედვის უხეში მცდელობა ხდება.