ვახტანგ კახიძე მსმენელს მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებს შესთავაზებს.
თვის ბოლოს მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე კომპოზიტორის მიერ შექმნილი რეკვიემი შესრულდება. მშობლების ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოები ავტორს თვეების წინ ჰქონდა მზად, თუმცა პრემიერა პანდემიის გამო დაგვიანდა.
სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რექვიემს 10 წლის სოლისტი შეასრულებს. მუსიკალურ ნაწარმოებს პირველად საქართველოს პირველი არხის მაყურებელი მოისმენს. სატელევიზიო პრემიერა ჩვენს ეთერში ხვალ 23 საათზე შედგება.