აფხაზეთის ომის ვეტერანს, გიზო ნაცვლიშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი მიენიჭა. ჯილდო, მის დას, თინათინ ნაცვლიშვილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გადაეცა.
გიზო ნაცვლიშვილი 1993 წელს სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, საბრძოლო ოპერაციების დროს, ხერხემლის არეში მძიმედ დაიჭრა, რის გამოც სიცოცხლის ბოლომდე ლოგინს მიეჯაჭვა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2006 წელს გარდაიცვალა.