ვახო ბუღაძის პერსონალურ გამოფენას კულტურის ცენტრი „ათინათი“ და ხელოვანის მშობლიური, 104-ე საჯარო სკოლა უმასპინძლებს. ექსპოზიცია ცენტრსა და სკოლაში ერთსა და იმავე დღეს, 18 მარტს გაიხსნება. ნამუშევრები, რომელსაც სტუმრები დაათვალიერებენ, სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.
ვახო ბუღაძე ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. განათლებით მოქანდაკემ 1990-იან წლებში ფერწერა მთავარ მედიუმად აირჩია. მის ნამუშევრებს საქართველოს საგამოფენო დარბაზებთან ერთად, ხშირად უცხოური გალერეებიც მასპინძლობს.