ლევან ცუცქირიძის ნამუშევრების გამოფენა

21:59, 04.09.2024

ცნობილი ქართველი ფერმწერის და გრაფიკოსის მრავალფეროვანი შემოქმედება საგამოფენო სივრცეში კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.

ლევან ცუცქირიძის უნიკალური ნამუშევრები „ათინათის“ კულტურის ცენტრში გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება მრავალწლიანი შემოქმედების ყველა ეტაპზე შესრულებული ტილოები. მათ შორის საეკლესიო თემატიკით შექმნილი ნამუშევრები, ასევე ილუსტრაციები, რომლითაც ცნობილი გამოცემებია გაფორმებული.

მსგავსი