ვაჟას-ფშაველას მუზეუმის რეაბილიტაცია

ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის შემდეგ ჩარგალში მწერლის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციაც დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი ფინანსები მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვისაა საკმარისი. და ეს იმ ფონზე, როცა მდგომარეობა მუზეუმის ინტერიერშიც საკმაოდ რთულია.

დაზიანებული და დაბზარული კედლების გარდა დაუცველია ექსპონატებიც. შესაბამისად, ადგილზე ვიზიტორებს ისევ ნესტიან დარბაზებში 30 წლის წინ მოწყობილი ექსპოზიციით მასპინძლობენ.

თათია კუჭუხიძე და მალხაზ შერმადინი იმყოფებოდნენ ჩარგალში.