ჩარგალში ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 158-ე წლისთავი აღინიშნა. მწერლის სახლის წინ რამდენიმე გასართობი აქტივობა ჩატარდა.
ღონისძიება ფშავური რიტუალით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა მუსიკოსებმა რამდენიმე ფოლკლორული ნაწარმოები შეასრულეს. ვაჟა-ფშაველას იუბილე სპორტული აქტივობებით გაგრძელდა.
ადგილობრივი მოსახლეობა, ჩასული სტუმრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ერთმანეთს მკლავჭიდსა და დოღში შეეჯიბრნენ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა 1893 წელს დაწერილი პოემა „სტუმარ-მასპინელი“ გაითამაშა.
ჩარგალში „ვაჟაობა“ ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტით გაგრძელდება.