ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი უკანონო პატიმრის, ქართველი ექიმის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება. ვაჟა გაფრინდაშვილი ერთი თვის წინ დააკავეს. ცნობილი ტრავმატოლოგის ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა, საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში.

საერთაშორისო დისკუსიების პარალელურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისთან  სოლიდარობის აქცია იგეგმება.