ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საკოორდინაციო საბჭო იქმნება.
საბჭო ოჯახის წევრებით და ხელისუფლების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ახლა ყველა, პარასკევს ცხინვალის ე. წ. სასამართლოში დაგეგმილ პროცესს ელოდება. იმის გამო, რომ ცნობილი ტრავმატოლოგი საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ე. წ. საზღვრის კვეთის ბრალდებას არ აღიარებს, წინა კვირას დანიშნული პროცესი 20 დეკემბრისთვის გადაიდო. არსებობს მოლოდინი, რომ ექიმი შესაძლოა სწორედ ამ სხდომის შემდეგ გაათავისუფლონ. მცდელობის მიუხედავად, „წითელ ჯვარს“ ტყვეობაში მყოფ მედიკოსთან შეხვედრის საშუალება 28 ნოემბრის შემდეგ აღარ აქვს. ოჯახის წევრები გაფრინდაშვილის საპატიმრო პირობებზე ინფორმაციას ვლადიკავკაზიდან ჩასული ადვოკატებისგან იღებენ.