ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს, რომელიც ექიმის გათავისუფლების საკითხზე იმუშავებს. ოჯახის მოთხოვნაა ასევე, რომ წითელი ჯვარი ისევ შევიდეს ცხინვალში და ვაჟა გაფრინდაშვილი საკანში მოინახულოს.
როგორც ცნობილია, მომდევნო ე. წ. სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება, მანამდე კი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ხვალ აქციის გამართვას გეგმავენ.
ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 36-ე დღეა, პატიმრობაშია. ქართველ ექიმს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ექიმის გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.