საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. მედიკოსის ახლობლები ელჩებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. განცხადებაში ასევე ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც, ცნობილ ტრავმატოლოგს, ერთი წლითა და ცხრა თვით, პატიმრობა მიუსაჯეს რაც შემაძრწუნებელია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა. „იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, თქვენი ძალისხმევა ძველებურად დიდი და შედეგის მომტანი იქნება!“, – ნათქვამია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართვაში.