ისტორიული გამარჯვება - საერთაშორისო გამოხმაურება

ისტორია დაწერილია.

საქართველო მილოცვებს იღებს. საკმაოდ დიდია საერთაშორისო გამოხმაურება. საელჩოები, ელჩები, უცხოელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოური სპორტული კლუბები საქართველოს და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავენ. ქართველი „ჯვაროსნების“ მიერ ევროპის ჩემპიონატზე საგზურის მოპოვების ამბავმა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემებიც მოიცვა. თავდაუზოგავი შრომის და ძლიერი შემართების შედეგი – ასე ფასდება მთავარ კონტინენტურ ტურნირზე ასპარეზობის მიღწევა.