წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება.
„ბრავო რექორდსის“ სტუდიაში 25 მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს.
„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ – ამ სახელწოდების ცნობილ კომპოზიაციას ახალი ვერსიით ზუსტად სამი ათეული წლის შემდეგ ისევ პირველი არხი შემოგთავაზებთ.
1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა 50-მა ქართველმა მომღერალმა ჩაწერა. სიმღერა მაშინვე თავისუფლების ჰიმნად იქცა.