„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“  - 30 წლის შემდეგ  

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება.

„ბრავო რექორდსის“ სტუდიაში 25 მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს.

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ – ამ სახელწოდების ცნობილ კომპოზიაციას  ახალი ვერსიით ზუსტად სამი ათეული წლის შემდეგ  ისევ პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა 50-მა ქართველმა მომღერალმა ჩაწერა. სიმღერა მაშინვე თავისუფლების ჰიმნად იქცა.