უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეებთან შეხვედრას მართავენ.
ერთსაათიან კონსულტაციაზე საბჭოს წევრებმა უნდა შეარჩიონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რის შემდეგაც ის პარლამენტს წარედგინება. კანდიდატი შეირჩევა უზენაესი სასამართლოს 22 მოსამართლიდან. ამის შემდეგ დაგეგმილია უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა. ამ პროცეურებთან დაკავშირებით კითხვები აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც ვარაუდობს რომ კანდიდატის არჩევა პარლამენტის მიერ დეკემბერში დანიშნული 12 ახალი მოსამართლიდან მოხდება, რაც მისთვის მიუღებელია.