ხვალიდან პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა მოსმენა იწყება. პირველი კანდიდატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს მივა. უმრავლესობაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პროცესი გამჭვირვალე და საჯარო იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეკითხვები კანდიდატებთან მწვავე იქნება, იმისთვის, რომ წარდგენილი სიის თითოეულ წევრთან დაკავშირებით ეჭვი აღარ დარჩეს და უზენაეს სასამართლოში უვადო წესით მხოლოდ ღირსეული კანდიდატი გამწესდეს.
არჩილ თალაკვაძე იმასაც ამბობს, რომ პროცესში, რომელიც პარლამენტში ხვალ დაიწყება, ჩართვის შესაძლებლობა ოპოზიციასაც ექნება, თუმცა ოპოზიცია მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს.