დღესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა.
პარლამენტში კითხვებს ამჯერად ქეთევან ცინცაძე პასუხობდა. უკვე ორი წელია, ის დამოუკიდებელ ინსპექტორად მუშაობს და მოსამართლეთა დისციპლინარულ გადაცდომებს სწავლობს. მანამდე კი წლების განმავლობაში უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა მოსამართლის, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწედ მუშაობდა. ყველაზე მეტი კითხვა დეპუტატებმა კანდიდატს სწორედ ჩინჩალაძეზე დაუსვეს და ჰკითხეს, მოახდინა თუ არა 20-კაციან სიაში მოხვედრაზე გავლენა მასთან მუშაობამ. დამსწრე დეპუტატების დიდმა ნაწილმა ცინცაძეს გამოცდილება და კვალიფიკაცია დაუწუნა.