უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტი. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. გენადი მაკარიძის მოსმენა დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ საათში კი, დეპუტატების შეკითხვებს თამარ ოქროპირიძე უპასუხებს. პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, მმართველი პარტია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს მიზანმიმართულად არ აჩერებს.