იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების ის სია დაამტკიცა და გაასაჯაროვა, რომელიც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
სიაში მოხვდნენ როგორც საბჭოს მოქმედი წევრები, მათ შორის, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე და სააპელაციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე, საბჭოს ყოფილი წევრები და გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები.
სიას მკაცრად აკრიტიკებენ მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მას სასამართლოში კლანური მმართველობის გაძლიერებად აფასებენ.
სიას იწუნებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებიც.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხმა წევრმა.