ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.
უკვე წლებია, მოსახლეობა ჭის წყალს იყენებს. სამი წლის წინ დასახლებაში შესაბამისი რეზერვუარები დაამონტაჟეს, თუმცა პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. ყულიშკარში გზაც დანგრეულია, რის გამოც ზამთარში მაღალმთიანი სოფელი გარემოსამყაროს წყდება.