ქსენოფობია, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა და არათანმიმდევრული პოლიტიკა – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ომისა და ღალატის პარტიად მოიხსენია და ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.
ოპოზიციაში ქსენოფობიაში მათ დადანაშაულებას აბსურდს უწოდებენ, სხვა ქვეყნების მაგალითი მოჰყავთ და ამბობენ, რომ საუბარი სავიზო რეჟიმის დაწესებაზეა და არა რუსეთის მოქალაქეების შევიწროებაზე.