უცხოელი ექსპერტები ქართველ პოლიტიკოსებს ნარკოპოლიტიკის რეფორმის გამოცდილებას გაუზიარებენ
უცხოელი ექსპერტები ქართველ პოლიტიკოსებს ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
ნარკოპოლიტიკს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში მომზადებული პროექტი უკვე შესულია პარლამენტში. საკომიტეტო განხილვები კი ჯერ არ დაწყებულა.
ექსპერტები ხვალ გაფართოებულ შეხვედრას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ.