უთანხმოება ოპოზიციაში - სააკაშვილის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მიხეილ სააკაშვილის აზრით, ევროპელი და ამერიკელი გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია. მისივე თქმით, ნებისმიერი დაყოფა მათ საერთაშორისო მხარდაჭერას აკარგვინებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილმა ბევრჯერ სცადა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ზოგჯერ ეს ხდებოდა მისი ჩარევის გარეშეც, ცნობილი სახეების ამბიციების გამო. ამან ჩვენი საერთო საქმე ძალიან დააზარალა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უნდა იყოს უფრო გახსნილი და უფრო მეტი შიდა დემოკრატიით. სააკაშვილმა ახალი სახეების მნიშვნელობასა და როლზეც ისაუბრა.

ამ განცხადებებს თბილისში  შეფასებები უკვე მოჰყვა – სალომე ქოქიაშვილი გვიერთდება დეტალებით.