ოპოზიციური პარტიების გეგმები

15:12, 14.06.2024

მოხდება თუ არა ოპოზიციური ერთობის ფორმირება – „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ, გარკვეულ პირობებზე საუბრობს. პარტია მზადყოფნას აცხადებს, ერთიანი სიისა და ერთობის შემთხვევაში, პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს.

ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალების ნაწილი კი სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის ფაქტორის გამო, საერთო ოპოზიციური გაერთიანების შექმნისგან თავს იკავებს და დამოუკიდებელ გეგმებს აწყობს. თუმცა, ბლოკების აკრძალვისა და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც კი, ოპოზიციური ფლანგის ნაწილისთვის ხელისუფლების შეცვლის გზა მაინც რამდენიმე ცენტრის ჩამოყალიბებაზე გადის.

 

მსგავსი