უშიშროების საბჭოს სხდომა

საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ნარკოპოლიტიკის სადავო რეფორმის დროულად მიღების საკითხი დღის წესრიგში დგება. რამდენიმე წუთის წინ ამ თემაზე განცხადებები ხელისუფლების პირველმა პირებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს.

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი ამბობს, რომ კანონი ჰუმანური უნდა იყოს.

აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს, თუმცა კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ავლაბრის სასახლეში განცხადებები გუშინდელ აქციაზე და კონტრაქციაზეც გაკეთდა. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრის ახალგაზრდებისადმი მიმართვა ოპტიმალურ გადაწყვეტილებად შეაფასა.