„უშბა და თეთნულდი“ – ამ სახელწოდებით, ლეო ფილფანის სახელობის მესტიის კულტურის ცენტრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ახალი დადგმა მაყურებელს იმ ლეგენდის შესახებ უყვება, რომლის მიხედვითაც, უშბა და თეთნულდი აკრძალული სიყვარულის გამო ისჯებიან. სპექტაკლს თან ახლავს ტიტრები, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ნახვას ტურისტებიც შეძლებენ. დადგმის ავტორი ბახვა წერედიანია და მასში ადგილობრივები მონაწილეობენ.