პირველი გამოფენა ცნობილი მხატვრის გარდაცვალების შემდეგ.
უშანგი ხუმარაშვილის შემოქმედება სახვითი ხელოვნების მუზეუმში იქნება წარმოდგენილი. საგამოფენო სივრცე მხატვრის ოჯახის კოლექციაში და სხვადასხვა გალერეაში დაცულ ნახატებს ერთად მოუყრის თავს. გამორჩეული ხელწერის მქონე ავტორის უნიკალურ ტილოებთან ერთად დამთვალიერებელი გაეცნობა ხელოვანის პირად ჩანაწერებსაც.
პარალელურად, მხატვარი თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა. ფერწერის მიღმა ქმნიდა კოლაჟებს, გრაფიკებს და არტ-ობიექტებს.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიცია „ქაოტური წესრიგი“ ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.