გუშინდელ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილისთვის მიღებულ უსაფრთხოების ზომებს მისი პოლიტიკური ოპონენტები აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს ხალხთან შეხვედრის ეშინია და მათ ვერაფერს სთავაზობს.
„ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ლიდერებისთვის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ოპოზიციის განცხადებები მიზანმიმართული სპეკულაციაა.