სამშენებლო სფეროში უსაფრთხოების ნორმები მკაცრდება.
მიზანი მაღალსართულიან მშენებარე ობიექტებზე დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვაა. ახალ რეგულაციებში დეტალურადაა გაწერილი ის სტანდარტები, რომელთა დაცვა სამშენებლო კომპანიებმა ზოგად და ინდივიდუალურ დონეზე უნდა უზრუნველყონ. მათ შორისაა ხარაჩოების ხარისხი და სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
2022 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.