უსაფრთხოების კონფერენცია - გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ფატუ ბენსუდასთან
უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მეორე დღეა გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს მართავს. პრემიერმინისტრი მიუნხენში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა.
ფატუ ბენსუდა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესს დადებითად აფასებს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით იმ პირების პასუხისმგებლობა დადგეს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, ომის დანაშაულების ჩადენაში ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში.