ტრაგედიის ადგილად ქცეული საშობაო ბაზრობა. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ტერორისტების სამიზნე გახდა. ამ წუთებშიც ეძებენ 29 წლის თავდამსხმელს, რომელმაც სტრასბურგში მდებარე საშობაო ბაზრობაზე უმისამართო სროლა დაიწყო. დაიღუპა სამი ადამიანი, არიან დაშავებულები.
თავდამსხმელის ძებნის სპეცოპერაციაში 350 სამართალდამცველი და სამხედრო მონაწილეობს.
ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.