დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერ სოფელს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი თანამშრომლობის პირობებს განსაზღვრავს, რაც მუნიციპალური განვითარების ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებას.