ურთიერთბრალდებები პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის

საპარლამენტო დებატებში რეგლამენტის დაცვის მოტივით პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარის შემდეგ, უმრავლესობა სახელმწიფოს მეთაურს ტელედებატში იწვევს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები მზად არიან, გიორგი მარგველაშვილს ნებისმიერ ტელეეთერში შეხვდნენ და საკანონდებლო ორგანოში ჩაშლილი გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გააგრძელონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს შეთავაზება უკვე უარყო.

მხარეები ერთმანეთს კვლავ ურთიერთბრალდებებით მიმართავენ.