სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხურმა მხარემ აღდამის რაიონი დაბომბა. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, აზერბაიჯანის ძალებმა ყარახანბეილის მიმართულებით განახორციელეს თავდასხმა. დროებითი ზავი ორ ქვეყანას შორის დღეს 12:00 საათიდან შევიდა ძალაში.