ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 300 ათასამდე კურსდამთავრებული ყავს.