გრიგოლ წერეთლის აუდიტორიის გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი კლასიკოს-ფილოლოგის და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.  გაიმართა ვალერი ასათიანის  წიგნის, –  „კლასიკოსი,“ – პრეზენტაცია.

გრიგოლ წერეთელი იყო პაპიროლოგიის, კლასიკური ფილოლოგიისა და ძველი ბერძნული ლიტერატურის ისტორიის დარგებში გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური მონოგრაფიის ავტორი.

გრიგოლ წერეთელი 1938 წელს საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.