ბოლო პერიოდში უძველეს ტაძრებში უნებართვო სამუშაოების ფაქტებს კიდევ ერთი შეემატა.
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც მე-12 – მე-13 საუკუნეებით თარიღდება, მონასტრის ხელმძღვანელებმა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების კარადა პირდაპირ უძველეს კედელზე მიამაგრეს. საკითხი არც სააგენტოსთან და არც საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
რას აცხადებენ ტიმოთესუბანში და როგორ აპირებს სააგენტო ამ დარღვევის აღმოფხვრას.