თბილისში უნარების კვირეული გაიხსნა. ღონისძიების მიზანია, პროფესიული განათლების ირგვლივ დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე ერთობლივი მსჯელობა. ორგანიზატორები არიან პროფესიული უნარების სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ღონისძიება, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებიან, განათლების მინისტრმა, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებმა გახსნეს.