გაუმჯობესებული მონაცემებია დასაქმების ბოლო სტატისტიკაში.
დღეს გასაჯაროებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, უმუშევრობის დონემ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო, საგრძნობლად გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულების მაჩვენებელი, რომელიც პრაქტიკულად ყველა სფეროზე ვრცელდება. ეკონომისტები დასაქმების სტატისტიკის გაუმჯობესებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. რაც შეეხება გამოწვევებს, შრომით ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა რჩება.