2024 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 %-ით შემცირდა და 13.8 % შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამასთან, დასაქმებულთა რიცხოვნობა 41 ათასი ადამიანით მილიონ 400 ათასამდე გაიზარდა.