პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით სალომე ზურაბიშვილს ხვალ, 14 მარტს ელოდებიან. ამასთან, შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს პოზიცია ახლა უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი, იმისათვის, რომ რუსეთს პროვოკაციისათვის საბაბი არ მიეცეს. დღესვე გადაწყდა, რომ პრეზიდენტის შემდეგ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე 17 მარტს წარდგება.