უმრავლესობის სხდომა დღეს აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეები დილიდან პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ. მმართველი გუნდის წევრებს შეხვედრაზე შესვლა და შენობის დატოვებაც შეძახილებისა და სასტვენების ფონზე მოუწიათ.
სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარტიის ოფისის საავტომობილო შესასვლელის პიკეტირება დაიწყო, რასაც საპტრულო პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ამ პროცესში ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრის განცხადებით, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ, სამართალდამცველია, ხელი დაარტყა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მას მოუწოდა, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი განაცხადი დაწეროს. ვითარებას ადგილზე პოლიცია აკონტროლებდა.