გერმანიის ქალაქ კემნიცში 35 წლის მამაკაცის მკვლელობას მასშტაბური დემონსტრაციები და არეულობა მოჰყვა.
ინციდენტში, რომელშიც გერმანიის მოქალაქემ ცივი იარაღით სასიკვდილო დარტყმა მიიღო, სხვადასხვა ეროვნების 10-მდე პირი მონაწილეობდა. დანაშაულში ეთნიკური ნიშნების გამოკვეთის შემდეგ, მიგრანტების წინააღმდეგ განწყობილ მოქალაქეებში აგრესიამ იმატა.
ქსენოფობიური ლოზუნგებისთვის კი მათ გასაკრიტიკებლად ქუჩაში მემარცხენე ძალებიც გამოვიდნენ.