ულტრამემარჯვენეების აქცია გერმანიაში

გერმანიის ქალაქ კემნიცში 35 წლის მამაკაცის მკვლელობას მასშტაბური დემონსტრაციები და არეულობა მოჰყვა.

ინციდენტში, რომელშიც გერმანიის მოქალაქემ ცივი იარაღით სასიკვდილო დარტყმა მიიღო, სხვადასხვა ეროვნების 10-მდე პირი მონაწილეობდა. დანაშაულში ეთნიკური ნიშნების გამოკვეთის  შემდეგ, მიგრანტების წინააღმდეგ განწყობილ მოქალაქეებში აგრესიამ იმატა.

ქსენოფობიური ლოზუნგებისთვის კი მათ გასაკრიტიკებლად ქუჩაში მემარცხენე ძალებიც გამოვიდნენ.

დატოვე კომენტარი