უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსული საოკუპაციო ჯარების დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის არმიის 11 ათასამდე ჯარისკაცია მოკლული. რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაკარგეს 285 ტანკი, 985 ჯავშანტრანსპორტიორი, 109 საარტილერიო სისტემა, 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 21 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 44 თვითმფრინავი, 48 ვერტმფრენი, 447 საავტომობილო ტექნიკა, ორი მსუბუქი კატარღა და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი.