„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის საკითხზე მის მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას გეგმავს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დოკუმენტი გამართულია და ის ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც ეხმიანება არსებულ ვითარებას. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ კარგი იქნება, თუ მას ოპოზიციაც დაუჭერს მხარს.
„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ პროექტს ოპოზიციაში აკრიტიკებენ. პარტიებში ამბობენ, რომ დოკუმენტში რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები და ის არსებულ რეალობასთან აცდენილია. საკუთარი რეზოლუციის პროექტი მომზადებული აქვს პარტია „დროას“, ასევე კიდევ ერთ რეზოლუციას კანონმდებლებს პარტია „ევროპელი სოციალისტები“ სთავაზობენ.