დაპირისპირება მართლმადიდებელ სამყაროში – მოსკოვის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებელი კანონიკური წესის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს.
მწვავე განცხადებები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, უკრაინის ეკლესიის კიევის პატრიარქ ფილარეტის და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარს ანათემა მოუხსნეს. ასევე გაუქმდა თითქმის 400 წლის წინანდელი სინოდალური დოკუმენტი, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლება ჰქონდა.
ოფიციალური კიევი მსოფლიო საპატრიარქოს განჩინებას უკრაინის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს. უკრაინაში დარწმუნებულები არიან, რომ ავტოკეფალიის მოპოვებას საბოლოოდ ნოემბერში შეძლებენ.